კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ შედარებით მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. დაავადებულს ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი (MERS).

ეპიდემიოლოგია

დაავადების გამომწვევია SARS კორონავირუსი. იგი პირველად აღმოჩენილი იქნა აზიაში, 2003 წლის თებერვალში, თუმცა რეტროსპექტული კვლევით დადგინდა, რომ დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2002 წლის ნოემბერში – გუანგდონგის პროვინციაში (ჩინეთი). მომდევნო რამდენიმე თვეებში, დაავადება გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში SARS-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2003 წელს – რუსეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს. სულ, 26 ქვეყანაში 8098 შემთხვევა, მათ შორის 774 (9.55%) გარდაცვალება დაფიქსირდა. სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, მასაც ახასიათებს >38° ტემპერატურა, თავის და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე.

უკანასკნელი ცნობებით, დაავადების ძირითადი რეზერვუარია ღამურა. ვირუსი გამოვლინდა ჩინეთის ბაზრებში გაყიდვაში მყოფ ცხოველებში, მათ შორის გარეულ თრითინაში (მუსანგი), რომელიც დელიკატესად მიიჩნევა სამხრეთ ჩინეთში. ეპიდაფეთქების დასაწყისში სექვენირებით გამოვლინდა, რომ ადამიანიდან და მუსანგიდან გამოყოფილი ვირუსები 99.8%-ით ერთმანეთის მსგავსია.

სადეზინფექციო სამსახურ Crystal-თან ერთად თქვენ შეგიძლიათ პრევენცია მოახდინოთ ამ უხილავი მტრის, ასევე მისი გადამტანის-ღამურების განადგურებით.