პირველ რიგში, შესაფასებელია რეალური პრობლემა რომლის წინაშეც თქვენ დგახართ და რა სერვისი გჭირდებათ, დეზინფექცია, დეზინსექცია თუ დერატიზაცია, ყველა ღონისძიებას აქვს თავისი დანიშნულება, ჩვენი ექსპერტ-დეზინფექტორი ადგილზე მოსვლით გაგიწევთ რეკომენდაციებს.
განვიხოლოთ მაგალითი, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელის სარდაფში დაზიანდა საკანალიზაციო მილი, მისი შეკეთების შემდეგ სარდაფიდან აუტანელი სუნი ამოდიოდა, ამასთან ერთად კორპუსში მომრავლდნენ მღრღნელები. ჩვენი პირველი ნაბიჯი არის, მოსახლეობასთან ურთიერთობა, ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის განხილვა, იმ მოწოდებული ინფორმაციის გადამუშავება და ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება, რომლის საფუძველზეც ჩატარედება სადეზინფექციო თუ სხვა შეწამვლითი სამუშაოები. სარდაფში-დეზინფექცია დაავადებების/სუნის აღმოფხვრის მიზნით და კორპუსის დერატიზაცია მღრღნელების პრევენციასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ვიყენებთ სწრაფად მოქმედ, შესაბამისად მძაფრ პრეპარატებს და შეწამვლით სამუშაოების ჩატარდება მოსახლეობისათვის უსაფრხო დროს-ღამის საათებში, წინასწარ ინფორმაციის მიწოდებით (განცხადებებისა და მათთან ურთიერთობის საფუძველზე), ასევე სურვილისამებრ საქმის წარმოებისას ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ სურათების/ვიდეოების გადაღებას და დაინტერესებული პირებისათვის ჩვენებას.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: შემთხვევა როდესაც მეზობელი აღმოჩნდა ინფიცირებული COVID-19-ით, ჩვენი დაუყოვნებელი ნაბიჯია, მოსახლეობის ინფორმირებულობა, გაფრთხილება, რომ შეიკავონ თავი გარეთ გამოსვლისაგან, ამავდროულად ჩვენი დეზინფექტორები დროულად ჩაატარებენ სრულ სადეზინფექციო სამუშაოებს, კორპუსის სხვენში/სარდაფში, ესკალატორში, კიბეებზე, კედლებზე, ორთქლით დაამუშავებს ყველა იმ ადგილსაც სადაც შესაძლოა ინფიცირებულს ჰქონოდა შეხება, კორპუსის გარე პერიმეტრს, ყოველივეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ თქვენი უსაფრთხო გარემოს შექმნას. (მხოლოდ პრეპარატების თვითღირებულებით თბილისის მაშტაბით, 24 საათი)
ხშირად ჩვენს მომხმარებელს (მაცხოვრებელი თუ იურიდიული პირი) არ აქვს საკმარისი ცოდნა და შეწამვლით სამუშაოებს ატარებს დამოუკიდებლად, უცხო პრეპარატით, მოსმენილი რეკომენდაციებით, რაც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე 100%-ით უშედეგოა, იშვიათად ნეგატიური შედეგებით-კანზე ალერგიული გამონაყარით. ამიტომ გვენდეთ პროფესიონალებს, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად მოგაწოდოთ ჩვენი ხარისხიანი სერვისი, რომელიც გათვლილია ქართული ბაზრისათვის.
Crystal გისურვებთ ჯანმრთველობას!